Saturday, March 29, 2014

ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთება


 

 ეს ტრენინგი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის...
 ტრენინგის მეშვეობით ჩამოვყალიბდი,რომ პროექტებით სწავლება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მაღალი დონის,სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას,ეს კი გაზრდის მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
       ამის შემდეგ ვფიქრობ გამიადვილდება ტექნოლოგიებით გამდიდრებული პროექტების დაგეგმვა და პროექტის პორტფოლიოების შექმნა, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთის.მან არ დაიშურა არანაირი ენერგია და გააკეთა მაქსიმუმი,რომ თითოეული ჩვენგანისთვის ყველა სირთულე იოლად დასაძლევი გაეხადა.  

ტრენინგის მე-9 დღე



1.გავიმეორეთ წინა ტრენინგებზე შესწავლილი მასალა.
2.ვისწავლეთ პიკასას ალბომის შექმნა და ბლოგზე ატვირთვა.
3.გადავხედეთ პორტფოლიოებს,შევამოწმეთ ხარვეზები და ვისწავლეთ მათი გამოსწორება.
4.ტრენინგის ყველა მონაწილემ გააკეთა საკუთარი პროექტის პრეზენტაცია და ტრენერის მიერ გადაეცა სერტიფიკატი.

Sunday, March 23, 2014

ტრენინგის მე-8 დღე

1.გავიმეორეთ წინა დღის ტრანინგზე შესწავლილი მასალა.
2. ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა.
3.გადავხედეთ პორტფოლიოს,გავეცანით და გავასუფთავეთ მასში არსებული  საქაღალდეები.
4.შევისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა  ძირითად ბლოგზე და  სხვადასხვა მასალის მიბმა.
5.რეფლექსია

Saturday, March 22, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

1.გავიმეორეთ ტრენინგის წინა დღეს შესწავლილი მასალა.
2.გავეცანი განსაკუთრებული  საჭიროების მოსწავლეთა დავალებებს.
3.დავასრულე პროექტის გეგმაზე მუშაობა.
4.შევისწავლე ბლოგის გვერდების გაჯეტის შექმნა.და მათი დამატება ბლოგზე.
5.რეფლექსია. დღევანდელი დღეც,ისევე ,როგორც სხვა დანარჩენი, უმნიშვნელოვანესი იყო ჩემი სამუშაო გამოცდილების გასაღრმავებლად.

Sunday, March 16, 2014

ტრენინგის მე-6დღე

                                        
  • გავიმეორეთ შესწავლილი  მასალა;
  • შევისწავლეთ მოსწავლის ნიმუშის-პრეზენტაციის შექმნა;
  • გავეცანით მოსწავლის ნამუშევრების შეფასებას;
  • ვისწავლე ,როგორ გავაკეთო კომენტარი სხვის ბლოგზე;
  • რეფლექსია.დღევანდელი ტრენინგიც ძალზედ მნიშვნელოვანი იყო.

Saturday, March 15, 2014

ტრენინგის მე-5 დღე


  • გავიმეორეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა,სურათის ჩასმა,სურათის ზომების შეცვლა,ბლოგის წაშლა.
  • გავეცანი საავტორო უფლებებს, საავტორო უფლებების შაბლონებს,გავიგე,თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი.შევქმენით საავტორო უფლებების შაბლონი და ჩავსვი მასში გამოყენებული მისამართები.
  • ვისწავლე მოსწავლის ნიმუში-ბლოგის შექმნა,გაჯეტის ჩასმა,შევისწავლე სურათის ჩასმის,ემბედ კოდის და გამოკითხვის დ გაჯეტის შექმნა,გაჯეტების გადაადგილება.
  • რეფლექსია.დღევანდელი დღის შესწავლილი მასალა ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო,გამომადგება ჩემი პირადი პორტფოლიოს შესადგენად. 

Sunday, March 9, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე


  • გავიმეორეთ შესწავლილი მასალა;
  • გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს;
  • შევისწავლეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა;
  • მოვახდინეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია;
  • რეფლექსია.